მეგა კონსტრაქშენი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა. იგი მეგა ჰოლდინგის წევრი კომპანიაა და სამშენებლო ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მძლავრ საწარმო მეგა პროდაქშენთან ერთად მოღვაწეობს. 

მეგა პროდაქშენი (ყოფილი თბილცემენტ გრუპი) ევროპული სტანდარტების სამშენებლო მასალებისა და თანამედროვე რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. იგი უზრუნველყოფს როგორც სამშენებლო მასალების (ქვიშა-ღორღი, ცემენტი), ასევე რკინა-ბეტონის კონსტრუქციების წარმოებას. წარმოების ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლი კომპანიის პროდუქციის უმაღლესი ხარისხის გარანტიაა.

საშენ მასალათა და სამშენებლო კონსტრუქციების მწარმოებლის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების ასეთ ძლიერ გაერთიანებას შეუძლია გამორჩეულად მაღალი ხარისხის, ნოვატორული, ევროპული სტანდარტების შესატყვისი სამშენებლო პროდუქტები და ფასეული შეთავაზებები შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ კომპანიის ვებ გვერდს: www.megaproduction.ge