• მეგა გლდანი  არქიტექტურულად დაკავშირებული ორი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია.

    საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი და მოედნებით, მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი და, ამავდროულად, გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით. 

    იგი გამოირჩევა ლაკონური დიზაინით და თანამედროვე სტილის ბინებით. ყველა ბინას აქვს აივანი. მეგა გლდანი  პატარა ბინების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ, ორ და სამ ოთახიანი სტუდიოს ტიპის ბინები, 53-დან 87 მ2-მდე. უფრო მეტი ფართის ბინის სურვილის შემთხვევაში კომპანია გათავაზობთ ბინების გაერთიანების მრავალ ვარიანტს. 

    მეგა გლდანი მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები მეგა გლდანის საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები სრულიად ახალი, თბილი კარკასის პირობით ბარდება. 

    მეგა გლდანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და წყნარ უბანში, მეტრო “ახმეტელის თეატრიდან” და გლდანის საქმიანი და კომერციული ცენტრიდან 500 მეტრში, ქერჩის ქუჩა, 6დ ნომერში შენდება. 

    ასეთი მოხერხებული ადგილმდებარეობა ბინადრებისთვის დამატებით უპირატესობებს აჩენს სატრანსპორტო, კომერციული, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო, საბავშვო, საგანმანათლებლო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან წვდომის თვალსაზრისით.

    გამორჩეულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა: მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების საშუალებით ქალაქის ნებისმიერ უბანში მარტივად მოხვდებით.

  • მაღლივი კორპუსი

    მეგა გლდანის მაღლივი კორპუსი 15 სართულიანი შენობაა.

    კორპუსის მიწისზედა 2 სართული კომერციული ზონისთვისაა განკუთვნილი. აქ განთავსდება სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტები, რაც გარემოს კიდევ უფრო კეთილმოწყობილს გახდის. 

    შენობის 3-15 სართულები საცხოვრებელი ბინებისთვისაა განკუთვნილი. შენობას აქვს ერთი სადარბაზო. ყოველ სართულზე 8 ბინაა განთავსებული. სულ შენობაში 104 ბინაა.

    შენობის -1 სართულზე ერთ დონიანი, 50 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. ავტოფარეხიდან ლიფტით ასვლაა შესაძლებელი.

    განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. შენობა უზრუნველყოფილია დამატებითი სახანძრო კიბის უჯრედით, რომელიც ყველა სართულზე აღჭურვილია კვამლის შემაკავებელი კარით. ლიფტები უზრუნველყოფილია ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით. შენობა მკაცრად აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას. 

    შენობა ასევე უზრუნველყოფილია:

    •  კეთილმოწყობილი სადარბაზოებით;
    •  სამგზავრო ლიფტით;
    •  სატვირთო ლიფტით;
    •  ყველა საინჟინრო კომუნიკაცია: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს. 

    კომპლექსის პირველი, მაღლივი კორპუსის მშენებლობა 2019 წლის მაისში სრულდება.