• პროექტირება

    პროექტირება

    შენობა დაპროექტებულია კომპანია Structurama-ს მილანის ოფისის მიერ. Structurama ერთ-ერთი ლიდერი საპროექტო-საინჟინრო საერთაშორისო კომპანიაა ევროპაში.

  • ვენტილაციის ინჟინერია

    ვენტილაციის ინჟინერია

    შენობის პროექტირებისას შეიქმნა ვენტილაციის საინჟინრო პროექტიც, რომლის შესაბამისად ყველა ბინისთვის გათვალისწინებულია ვენტილაციის ინდივიდუალური მილი, რაც გამორიცხავს ვენტილაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

  • კოლონები, რიგელები და დიაფრაგმები

    კოლონები, რიგელები და დიაფრაგმები

    ნებისმიერი შენობის უსაფრთხოება დიდწილადაა დამოკიდებული იმ კოლონების, რიგელების და დიაფრაგმების ხარისხზე, რომლებიც შენობის ჩონჩხს წარმოადაგენს და მის მდგრადობას განსაზღვრავს. აღნიშნული კონსტრუქციების დამზადებისთვის მეგა კონსტრაქშენი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებსა და DOKA-ს საუკეთესო ყალიბებს იყენებს, რაც მშენებლობის სიზუსტეს, სისწრაფეს, უსაფრთხოებას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

    Doka GmbH (ავსტრია ) მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ყალიბების წარმოების სფეროში. Doka Group ამჟამად 160 ფილიალსა და ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

  • შენობის მდგრადობა

    შენობის მდგრადობა

    მეგა გლდანის მაღლივი კორპუსის მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება შენობის მდგრადობას და სეისმომედეგობას დაეთმო. შენობის კონსტრუქცია განთავსებულია ხიმინჯებზე. შენობის ყველა კოლონის ქვეშ ხიმინჯები საძირკველში 20 მეტრის სიღრმეზე ჩადის. ხიმინჯების შემდეგ განთავსებულია 80 სმ.-იანი ფილა, ე.წ. ბალიში. დამატებით, შენობაში მოწყობილია ვერტიკალური დიაფრაგმები ორივე მიმართულებით, რაც შენობის სეისმომედეგობას მნიშვნველოვნად ზრდის. მშენებლობისას გამოიყენება B30 კლასის ბეტონი.

  • შენობის ფასადი

    შენობის ფასადი

    გარე (საფასადე) კედელი რკინა-ბეტონის მონოლითური ფილაა. იგი ერთიანი კონსტრუქციაა და გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. პანელი იწარმოება წინასწარ მოპირკეთებული გარე ზედაპირით და დამატებით, მონტაჟის შემდგომ, მხოლოდ დამცავი საფარით მუშავდება. შედეგად შენობის ფასადი 100 წელზე მეტხანს თავის თავდაპირველ იერსახეს შეინარჩუნებს. საფასადე ფილები MEGA PRODUCTION-ის მიერ იტალიური კომპანიის, BIANCHI-ს საწარმო ხაზზე მზადდება. იგი კონსტრუქციებზე ინდივიდუალური მოთხოვნების ზუსტი გათვალისწინებით გამოირჩევა. საქართველოში ტექნოლოგია პირველად გამოიყენება.

    Bianchi Casseforme S.r.l იტალიური კომპანიაა, რომელიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მწარმოებლებს სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ნოუ- ჰაუს სთავაზობს. დღეს იგი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მოღვაწეობს. მისი ტექნოლოგიით დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციები ისეთ ქვეყნებში გამოიყენება, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, აშშ, ისრაელი, არაბეთის საემირატოები, საუდის არაბეთი და სხვა.

  • კედლების და ჭერის შეკიდვა

    კედლების და ჭერის შეკიდვა

    მშენებლობისას გამოიყენება 3 ტიპის კედელი:

    1. შენობის გარე (ფასადის) სამფენოვანი კედელი
    2. ბინათაშორისი ორფენოვანი კედელი
    3. ბინის შიდა ტიხარი

    A. შენობის გარე (ფასადის) სამფენოვანი კედლები

    სამფენოვანი კედლის სტრუქტურა ასეთია:

    • საფასადე ფილა
    • სათბუნებელი ფენა
    • ბეტონის ღრუტანიანი მსუბუქი პანელის ფენა

    პირველი ფენა გარე (საფასადე) კედელი რკინა- ბეტონის მონოლითური ფილაა. მეორე ფენა თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება არააალებადი მათბუნებელები, რაც ხანძარსაშიშროებას მთლიანად გამორიცხავს. მესამე, ბეტონის ღრუტანიანი მსუბუქი პანელის ფენაა. მისი შიდა, ბინის კედლის, ზედაპირი იდეალურად სწორია და მინიმალურ შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. შენობის გარე კედლების ასეთი სამფენოვანი კონსტრუქცია მაღალი დონის სითბო და ხმის იზოლაციით გამოირჩევა და თბილი კარკასის საფუძველს წარმოადგენს.

    B. ბინათაშორისი ორფენოვანი კედლები

    მეზობელ ბინებს ორი ბეტონის ღრუტანიანი მსუბუქი პანელით აგებული კედელი ჰყოფს, რომელთა შორის 1 სმ ჰაერის ფენაა დატოვებული. ეს ბინებს შორის ხმის და სითბოს დამატებით იზოლაციას უზრუნველყოფს.

    C. ბინის შიდა ტიხრები

    ბინის ყველა შიდა ტიხარი ბეტონის ღრუტანიანი მსუბუქი პანელის ერთი ფენითაა აშენებული.

    ჭერის შეკიდვა

    სართულებს შორისი გადახურვა სპეციალური, მაღალი სიმტკიცის და შესაბამისი სისქის რკინა-ბეტონის ღრუტანიანი გადახურვის ფილას წარმოადგენს. ფილების სიღრუვე სართულებს შორის ხმის და სითბოს დამატებით იზოლაციას უზრუნველყოფს.